კონსტიტუციის ახალი ვარიანტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ პარლამენტს ივლისში გადასცა, 20 ივლისიდან პროექტი საზოგადოებრივი განხილვისთვის მზადაა. ოპონენტები ამბობენ, რომ ერთი თვე საკმარისი არ იქნება გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად.
მედვედევი ბელორუს კოლეგას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით დადებულ პირობას ახსენებს. სოჭში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დმიტრი მედვედევმა ლუკაშენკოს 2 წლის წინ ნათქვამი სიტყვები გაიხსენა.
ეროვნული ფორუმის ლიდერები შეხვედრებს კონფლიქტის ზონის სოფლებში მართავენ. კახა შარტავამ და გუბაზ სანიკიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული სოფლები ნიქოზი, ზემო და ქვემო ხვითი და ერგნეთი მოინახულეს.
ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერმა დოკუ უმაროვმა ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის პოსტი დატოვა და თავისი მემკვიდრის ვინაობა დაასახელა. 46 წლის უმაროვი ტერორისტთა სიაში რუსეთმაც შეიყვანა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.
ახალგაზრდა იურისტთა განმარტებით კონსტიტუციის ახალ პროექტში დაკნინებულია პარლამენტის კანონშემოქმედებითი როლი. პარლამენტი უუნაროა დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დათხოვნის შიშით.
2 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო ”ეროვნული ფორუმის” გენერალური მდივანი რევაზ შავიშვილი. 2 აგვისტოდან ”ეროვნული ფორუმის” ლიდერები საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ.
ალბათ არ გაგიგიათ, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ერთხელ მაგიდაზე იცეკვა. მართლა. თავიდან მეც არ მჯეროდა. მისმა დამ კი კაბა მუხლსზემოთ აიწია. ო ტემპორა, ო მორეს.
კვირა დაიწყო ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებით - ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ვადა 2011 წლის 14 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ამ გადაწყვეტილებას თბილისში მნიშვნელოვანს უწოდებენ.
დღეს საკუთარი სურვილით გადადგომის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მისი გადადგომა ოფიციალური პირების მხრიდან მზარდმა ზეწოლამ განაპირობა.
ერთი თვის თავზე სახალხო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი საქართველოს მთავრობას გამოუტანეს. თუმცა ეს დასკვნა აუცილებელი ძალის მქონე იურიდიული მექანიზმი არ არის. სახალხო სასამართლო ცდილობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დანერგოს.
”სამოქმედო გეგმის წარმატებულად განხორციელება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება ჩართული საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოება” - ამ შეფასებით მთავრდება საერთაშორისო ორგანიზაცია “ოქსფორდ ანალიტიკას” მიერ გამოქვეყნებული სტატია.
საირიგაციო კომპანიის "მტკვარი-ემ"-ის ხელმძღვანელის დავით მუჯირიშვილის თქმით, მოსახლეობამ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოსარწყავად 75 ლარი უნდა გადაიხადოს. ომისგან დაზარალებული მოსახლეობა ამ თანხას ვერ გადაიხდის, რაც სარწყავი წყლის შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს.
ჩამოტვირთე მეტი