ერაყში დარჩენილი აშშ-ის არმია 1 სექტემბრიდან ახალ ოპერაციას შეუდგა სახელწოდებით „ახალი განთიადი“. პენტაგონის ინფორმაციით, 50-ათასკაციანი სამხედრო ძალის მთავარ ამოცანას ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების ძალების „მხარდაჭერა და წვრთნა“ წარმოადგენს.
ახალი ჩასწორებებით, უმცირესობებისთვის კონსტიტუციაში სპეციალური გარანტიები ჩადებული არ არის, თუმცა, ავტორთა თქმით, უმცირესობები ისეთივე მოქალაქენი არიან, როგორიც სხვები.
ექსპერტები ბაქოში დმიტრი მედვედევის 2-დღიან ვიზიტს მოსკოვის მიერ ბაქოს დაშოშმინების მცდელობად აღიქვამენ. რა ანგარიშები აქვს სომხეთთან დაახლოებულ რუსეთს აზერბაიჯანთან და რა ვითარებაა ამ დროს სამხრეთ კავკასიის მესამე ქვეყნის, საქართველოს, გარშემო?
ქალებივე ასრულებენ ისეთ სამუშაოს, როგორიც წყლის ზიდვაა, ხშირად - არცთუ ახლო მანძილიდან. და წყალზე მიმავალ ქალებს სოფლის კაცები, ჯგუფ-ჯგუფად მსხდომი, ჩაის სმით ან დომინოს თამაშით დაკავებული, მშვიდად უყურებენ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების მინისტრმა ბორის ატოევმა განაცხადა, რომ საქართველოს ძალოვანი უწყებები საჩხერისა და კოჯრის სპეციალურ ბაზებზე დევნილი ახალგაზრდების მომზადებას აწარმოებენ და დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს გეგმავენ.
2 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის პროგრამის სტუმარი იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი. მან კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის წინასწარ შედეგებზე ისაუბრა.
ერაყში საბრძოლო ოპერაციების დასრულების გამოცხადებასთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ერაყს დაჰპირდა, რომ აშშ მის მეგობრად და პარტნიორად დარჩება. სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, ობამამ გაამართლა ავღანეთში თავისი ქვეყნის ყოფნა
სამი სომეხი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა შეტაკებაში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 აგვისტოს მოხდა მთიანი ყარაბახის სადავოდ ქცეული ანკლავის საზღვარზე.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა მემუარები გამოაქვეყნა. ერაყის ომში ამერიკის მოკავშირე თავისი პრემიერობის პერიოდს იხსენებს და წერს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა იმ კოშმარს, რომელიც ერაყში აშშ-ის მეთაურობით ომის დაწყებას მოჰყვა.
დევნილები ორგანიზებას იწყებენ და იურიდიული ფორმალობების გავლით აფუძნებენ სამოქალაქო მოძრაობას. ორგანიზაციის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ათი პროცენტი მოიცვას, ვინაიდან ქვეყანაში მოსახლეობის ათამდე პროცენტი დევნილია.
სულ ახლახან საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც 165 ქვეყნის მაგალითზე პროფესიული კავშირებისა და მშრომელთა უფლებების მდგომარეობაა აღწერილი.
ციხეებში პატიმართა ცემის ფაქტებზე საუბრობენ ადვოკატები და პატიმართა ოჯახის წევრები. 19 აგვისტოს ქსნის კოლონიაში ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე პატიმარს და შემდეგ ისინი რუსთავის კოლონიაში გადაიყვანეს.
ჩამოტვირთე მეტი