საკონსტიტუციო ცვლილებების პრეამბულაში ფიცს საქართველოს ყველა მოქალაქე დებს. რას ფიქრობს ხალხი, რომლის სახელითაც სპეციალისტთა მცირე ჯგუფმა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი შექმნა?
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და მუშაობის დაწყება სატრანზიტო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა გარშემოც ბაქომ და თბილისმა დაჩქარებული ტემპებით დაიწყეს ერთობლივი მუშაობა.
4 აგვისტოს მერიის წინ დევნილებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს საცხოვრებელი ფართობების დაკანონების მოთხოვნით. მათ მერიას მის ბალანსზე არსებული იმ შენობების სიაც მოსთხოვეს, სადაც შესაძლებელი იქნება დევნილების ჩასახლება.
სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ინტენსიური ხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულად აღიარების პროცესი, მით უფრო მცირდება მათი დამოუკიდებლობის აღიარების ალბათობა.
დევნილ ოთხ ოჯახს, რომელიც ზუგდიდის ყოფილი ავტოსკოლის კორპუსში ცხოვრობენ, შენობიდან ასახლებენ. დევნილები სოფელ ოქტომბერში და ინგირში გადასვლაზე უარს აცხადებენ, რადგან იქვე არსებულ თხილის ქარხანაში მუშაობენ.
ტელეკომპანია ალ-არაბია იუწყება, რომ ხელყუმბარა ესროლეს მაჰმუდ აჰმადინეჟადის დაცვას. ირანის ტელევიზიის ცნობით, თავად პრეზიდენტი არ დაშავებულა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების და თავდამსხმელის დაკავების შესახებ.
4 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. მან აფხაზეთის რკინიგზის გახსნის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
წელიწადნახევარზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ აშშ 2010 წლის 31 აგვისტომდე დაასრულებდა საბრძოლო მისიას ერაყში. ორშაბათს ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დანაპირები შესრულდება კიდეც.
კონსტიტუციის ახალი ვარიანტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ პარლამენტს ივლისში გადასცა, 20 ივლისიდან პროექტი საზოგადოებრივი განხილვისთვის მზადაა. ოპონენტები ამბობენ, რომ ერთი თვე საკმარისი არ იქნება გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად.
მედვედევი ბელორუს კოლეგას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით დადებულ პირობას ახსენებს. სოჭში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დმიტრი მედვედევმა ლუკაშენკოს 2 წლის წინ ნათქვამი სიტყვები გაიხსენა.
ეროვნული ფორუმის ლიდერები შეხვედრებს კონფლიქტის ზონის სოფლებში მართავენ. კახა შარტავამ და გუბაზ სანიკიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული სოფლები ნიქოზი, ზემო და ქვემო ხვითი და ერგნეთი მოინახულეს.
ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერმა დოკუ უმაროვმა ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის პოსტი დატოვა და თავისი მემკვიდრის ვინაობა დაასახელა. 46 წლის უმაროვი ტერორისტთა სიაში რუსეთმაც შეიყვანა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.
ჩამოტვირთე მეტი