დღეს რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალით, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნის ხანგრძლივობა 2044 წლამდე იზრდება. ამავე დროს რუსეთმა ვალდებულება იკისრა, დაიცვას სომხეთის უსაფრთხოება.
20 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. საუბრის თემა იყო რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ერევანში და რუსეთის სამხედრო ბაზის ფუნქციონირების გახანგრძლივება გიუმრიში.
რუსეთის პრეზიდენტის ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ერევანში გაფორმდება შეთანხმება ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის მოქმედების ვადის გახანგრძლივების შესახებ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ მისივე მთავრობის თავმჯდომარის, ვადიმ ბროვცევის თანაგუნდელებმა რუსეთის გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს - ის კორუფციაში დაადანაშაულეს.
აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც თბილისში, სხვადასხვა სახელმწიფო შენობებში ცხოვრობდნენ, ხელისუფლებამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში დაასახლა. 18 ოჯახი კვირაზე მეტია საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს.
19 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო თურმანიძე, ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლების” იურისტი. მის თქმით, ვაჟები 18-დან 27 წლამდე უწყების მიღების შეთხვევაში უნდა გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე.
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ, მოგვიანებით კი პარლამენტმა ერთხმად მიიღოეს დსთ-იდან ქვეყნის გასვლის გადაწყვეტილება. რა გავლენას ახდენს ეს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე?
18 აგვისტოს დაიწყო 18-დან 27 წლამდე 3500 ახალგაზრდის სავალდებულო სამხედრო გაწვევა. გაწვევის პროცესს რეგიონალური მართვისა და განვითარების სამინისტრო კურირებს. საშემოდგომო სავალდებულო სამხედრო გაწვევა 30 დეკემბერს დასრულდება.
თბილისი კვლავაც აპროტესტებს უკანონო საზღვაო კავშირის დამყარებას აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონთან. საუბარია რეგულარულ რეისებზე აფხაზეთსა და რუსეთს შორის, რაც, თბილისის განცხადებით, არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ოფიციალურად წარადგინა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე - მაია სიდამონიძე. სიდამონიძე რამდენიმე კვირის წინ სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ კონკურსის წესით გამოავლინა.
ედუარდ კოკოითი ჩავარდნილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსეთიდან მოვლენილ ეკონომიკურ გუნდს ადანაშაულებს. მისი აზრით, ამ გუნდის არაეფექტურმა მუშაობამ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა.
რუმინეთს მისი ღვიძლი ნაწილი, ბესარაბია, რუსეთმა ოსმალეთთან ერთ-ერთი ომის ბოლოს ჩამოაშორა. მას მერე დღევანდელი მოლდავეთის მიმართ მოსკოვს აქვს სხვადასხვა სიძლიერის პრეტენზია.
ჩამოტვირთე მეტი