პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შს სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. ლაპარაკია რეაგირებაზე, რომელიც მოჰყვა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებას პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით.
ახალგორში სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული. განსაკუთრებით აქტიურობს ე.წ. ომონი, რომელიც დაბაში ცხინვალიდან ჩაიყვანეს.
არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე რეზოლუციის პროექტს საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირაში უყრის კენჭს. პარლამენტის საორგანიზაციო კომიტეტში 1 მარტს რეზოლუციის ორი პროექტი შევიდა. მათგან ერთი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, მეორე კი „ევროპულმა საქართველომ“.
2 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დათო სიხარულიძე, "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებულ პროცესზე და ამ ამბის ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტზე.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას ოჯახთან ერთად, უკვე მეცხრე დღეა, ელოდება მისი კლასელი და მეზობელი გალინა ჯარმელიშვილი. აჩიკო და გალინა მეზობლები იყვნენ სოფელ ყანჩავეთშიც და 2008 წლის ომის შემდეგ - უკვე წილკანში, დევნილთა დასახლებაში.
საპროტესტო აქცია, რომელშიც ძირითადად საჯარო მოხელეები, მათი ოჯახის წევრები და მმართველი გუნდის მხარდამჭერები მონაწილეობენ, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, 5 საათზე დაიწყო.
1 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ბოძაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე.
ჩამოტვირთე მეტი