28 ივნისს შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის ათი პირი დააპატიმრა, კიდევ ერთი კი იძებნება. ბრალდების თანახმად, დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან დანაშაულში, რასაც, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, უცხო სახელმწიფოს არარეგისტრირებული აგენტობა და ფულის რეცხვა ეწოდება.