რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე დასაქმებულები GEM fest-ის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან. ბილეთების კონტროლის განყოფილებაში დასაქმებულებმა კუთვნილი ანაზღაურების მიღების მოთხოვნით გამართული აქცია წუხელ დაასრულეს ფესტივალის ტერიტორიაზე.
ორწლიანი შესვენების შემდეგ ზუგდიდისა და ხობის ეპარქიებს შორის კვლავ დავის საგნად იქცა დადიანების მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან ხობის დედათა მონასტერში ერთი დღით გადატანის საკითხი.
ზუგდიდის სოფელ კოკის მცხოვრებნი თხილისა და სიმინდის მოსავლის განადგურების გამო ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
„ნუ გაჩუმდები“, „უთხარი ‘არა’ ძალადობას“, „პოლიცია, დასაჯე მოძალადე“ - მსგავსი შინაარსის ტრანსპარანტებით შეუერთდნენ ზუგდიდიდან მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ „ქალთა სოლიდარობის მარშს“.
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უკვე ამუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრი.
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ზუგდიდში ორი ანგარიში წარადგინეს - „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობისა“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ.
ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "GEM fest 2017" მიმდინარეობს. ის შაბათს საზეიმოდ, მასშტაბური ფეიერვერკით გაიხსნა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ოკუპირებული ქალაქ გალის მილიციაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს ბინადრობის მოწმობების მისაღებად საბუთების ჩაბარება.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამართულ შეხვედრაზე მოწვეულმა მეღვინეებმა და მკვლევარებმა ძველკოლხური ჯიშების აღდგენა-შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ამ გადაწყვეტილებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააკმაყოფილა მერიის მოთხოვნა. სხდომას ესწრებოდა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი.
აფხაზური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ახლახან, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციაში გამოითქვა მოსაზრება, რომ ურმებით გადაადგილება 21-ე საუკუნისთვის შეუფერებელია, რის გამოც, შესაძლოა, დათანხმდნენ მიკროავტობუსით მათ შეცვლას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიწყო ახალი პროექტის, „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფის“, განხორციელება.
გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრაზე კვლავ უცვლელი რჩება მთავარი განსახილველი საკითხები და თბილისის მოთხოვნა.
ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ქალაქში ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად გარკვეული სამუშაოები ჩატარდა და ბოლო წლების განმავლობაში დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა.
რას გულისხმობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა (DCFTA) და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართული პროდუქტი, რომ ის ევროპის ბაზარზე მოხვდეს, მეგრელ მეწარმეებსა და ფერმერებს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას, რომელიც ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა, ორგანიზაცია გაუწია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ევროპულმა პროექტმა „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში კვლავ დავის საგნად იქცა პარკირების საკითხზე მერიის მიერ შეტანილი წინადადება. ოპოზიციისთვის მიუღებელია მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აუქციონის წესით, იჯარის ფორმით, 10 წლით გასხვისება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მოსახლეობა ითხოვს შეწყდეს მდინარე ენგურის სანაპიროზე მიმდინარე კარიერული სამუშაოები, რომელსაც კომპანია „თიენთი გრუპი“ აწარმოებს. სოფლის მცხოვრებლები შიშობენ, რომ მძიმე ტექნიკის გამოყენებით ქვა-ღორღისა და ქვიშის ამოტანა მდინარეს მიმართულებას შეუცვლის და ადიდების შემთხვევაში ადგილობრივების სახნავ-სათეს მიწებსა და სახლებს დატბორავს.
გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის კუთხით ზუგდიდში არ არის განსხვავებული ვითარება და ის ემთხვევა ქვეყნის მასშტაბით არსებულ რეალობას.
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. რამდენიმედღიანმა წვიმებმა ბოლო ათი დღის განმავლობაში რეგიონს პრობლემები ორჯერ შეუქმნა.
ჩამოტვირთე მეტი