ბათუმის სახელმწიფო თეატრში დღეს გაიხსნა აფხაზთა პირველი ფორუმი. ფორუმი აჭარაში მცხოვრები აფხაზების ინიციატივით ტარდება. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ფორუმში 500-მდე ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან აგვისტოს ოკუპაციის შემდეგ აფხაზეთიდან გადმოსული აფხაზი ოჯახები.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირი თბილისი მთავრობას სამარშრუტო ტაქსების სატენდერო კომისიის დაუყოვნებელ შეკრებას სთხოვს.
რუსეთის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ურთიერთობა იოლია, საპატიმროში მყოფ მიხაილ ხოდორკოვსკის ბედს სასამართლო გამოძიება გადაწყვეტს - ამ და სხვა თემებზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა..
როგორია ევროპასთან საქართველოს დაახლოების პერსპექტივა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე? ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი დან ალექსე შტეფან ფიულეს - ევროკომისარს გაფართოების საკითხებში.
22 დეკემბერს შეერთებული შტატების სენატორებმა მხარი დაუჭირეს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული იარაღის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიკაციას.
გალის რაიონის ძველი ადმინისტრაციული საზღვრების შესაძლო აღდგენაზე საუბარი ბოლო დროს სულ უფრო აქტიურდება. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ამ საკითხის ყოველ ჯერზე წამოწევა პროვოკაციის მცდელობაა.
რუსეთმა „არამეგობრული“ ჟესტი უწოდა ბრიტანეთიდან მისი დიპლომატების ჯაშუშობის ბრალდებით გამოძევებას. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა და დასძინა, რომ მის ნაბიჯს რუსეთმა ანალოგიური ქმედებით უპასუხა.
ალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიის პრეზიდენტის პოსტს მეოთხე ვადით 2011 წლის 19 თებერვლიდან ჩაიბარებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი მღელვარება არ დამცხრალა, ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი უკვე დაასახელა.
უკრაინაში ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდება წაუყენეს ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს.
ბელორუსიაში კვირას გამართული არჩევნების ოფიციალური შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო მეოთხე ვადით იქნა არჩეული ბელორუსიის პრეზიდენტად. ვისაც ეჭვი ეპარება ამ შედეგში, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.
თბილისი უკომენტაროდ დატოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიკ მარტიმ, რომელიც საქართველოში 20 დეკემბერს, რუსეთში სტუმრობის შემდეგ ჩამოვიდა.
რუსი "მესაზღვრეები" ახალგორში იმ პირებს აღარ უშვებდნენ, რომლებსაც ადგილობრივი რეგისტრაცია არა აქვთ. საგუშაგოდან არაერთი ადამიანი უკან გააბრუნეს.
ჩამოტვირთე მეტი