ცხინვალიდან ყოველ დღე სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. რუსული და ოსური სამხედრო დაჯგუფებები უკვე მეორე კვირაა სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
29 დეკემბერს ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლებმა სახალხო კრების მიერ არჩეულ ორგანოებში დროებით შეიჩერეს უფლებამოსილება. ”კრება არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური ბატალიების ასპარეზად”.
„შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ (ICBSS) გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა თედო ჯაფარიძეს 2011 წლის გაზაფხულამდე შეუნარჩუნდა, 2011 წელს კი საქართველომ მხარი აღარ დაუჭირა მის კანიდატურას. იმაზე, თუ რატომ არ მიემხრნენ ჯაფარიძეს, სხვადასხვა ვარაუდი გამოითქვა.
წელი იწურება და ახალი წლის მიჯნაზე, წლის ძირითადი მოვლენების შეჯერებისა და ზოგად ტენდენციებზე საუბრისათვის, რადიო თავისუფლებამ სადისკუსიო მადიდათან მიიწვია ექსპერტები რამაზ საყვარელიძე და ზაზა ფირალიშვილი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
რუსეთის საგარეო პოლიტიკის 2010 წლის ძირითადი მოვლენების 24-პუნქტიან შემაჯამებელ ანგარიშში საქართველო მე-9 პუნქტში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტშია მოხსენიებული. სწორედ ამ პუნქტშია შეფასებული საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან გასვლის ფაქტიც.
29 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი სესიაშვილი, ასოციაციის - ”სამართალი და თავისუფლება” - ხელმძღვანელი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი. მან ომის ვეტერანთა უფლებებსა და სახელმწიფოს ვალდებულებებზე ილაპარაკა.
ყირგიზეთის ოპოზიციის ლიდერი როზა ოტუნბაევა ხელისუფლებაში გადატრიალების შემდეგ მოვიდა. მას მერე ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა, სისხლიანი ეთნიკური დაპირისპირებისა და წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა სასამართლო პროცესების ჩათვლით.
მათ ოდესღაც უკრაინის მთავრობის მაღალი პოსტები ეჭირათ, დღეს კი ზოგიერთი მათგანი დაპატიმრებულია, ზოგს კი სისხლის სამართლის დევნა ემუქრება. ამ „შავ სიაში“ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სამი ყოფილი მინისტრი და სხვადასხვა ყოფილი თანამდებობის პირია.
28 დეკემბერს სამებაში შეკრებილი აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება - მათ შორის, შავოსანი დედები და ომის ვეტერანები - აფხაზებს შერიგებისაკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი მეტი ყურადღებისაკენ მოუწოდებდნენ.
16 წლის მმართველობის შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიაში თითქმის 80 პროცენტიანი მარჟით იგებს არჩევნებს. ”ევროპის უკანასკნელი დიქტატორი”- ასე მოიხსენიებს ლუკაშენკოს დასავლური მედია. ვრცელდება დაკავებების, აქტივისტების ცემის, პროტესტის ძალისმიერი დაშლის კადრები.
ბათუმის სახელმწიფო თეატრში დღეს გაიხსნა აფხაზთა პირველი ფორუმი. ფორუმი აჭარაში მცხოვრები აფხაზების ინიციატივით ტარდება. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ფორუმში 500-მდე ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან აგვისტოს ოკუპაციის შემდეგ აფხაზეთიდან გადმოსული აფხაზი ოჯახები.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირი თბილისი მთავრობას სამარშრუტო ტაქსების სატენდერო კომისიის დაუყოვნებელ შეკრებას სთხოვს.
ჩამოტვირთე მეტი