საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე მოიცავდა რამდენიმე უწყებას როგორც ქვეყნის სეპარატისტული რეგიონების, ასევე კავკასიის ხალხების, რუსეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.
აქამდე აშშ-ის პრეზიდენტი მსუბუქად თუ მიანიშნებდა ხოლმე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მნიშვნელობაზე საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. ახლა აქცენტი გადააქვთ სამოქალაქო საზოგადოებათა მხარდაჭერაზე.
საქართველოს პარლამენტმა 24 სექტემბერს პირველი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. მის მიმართ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა კი მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
საქართველოს პარლამენტმა 123 ხმით 4-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციის ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, ახალი მოდელი დაბალანსებულია.
დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ კოკოითი მინისტრებს, სამსახურების ხელმძღვანელებს და როგით მოხელეებს შეხვდა და ბევრი მათგანი საჯაროდ გააკრიტიკა. კოკოითი აღშფოთებას ვერ მალავდა.
ჩეჩნეთის ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარე აჰმედ ზაკაევი პოლონეთში ხანმოკლე პატიმრობის შემდეგ ლონდონში დაბრუნდა. ზაკაევი პოლონეთში ინგლისიდან ჩავიდა, რათა ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესისთვის მიემართა.
22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღწერა ახალი პოლიტიკა, რომლის თანახმადაც, გამოუყოფს აშშ ამიერიდან დახმარებას განვითარებად ქვეყნებს.
23 სექტემბერს, გამთენიისას, გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს სახლს, რომელშიც ბოლო წლებია, ცხოვრობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი.
საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ოფიციალურად პრეზიდენტის ინიციატივაა და მისი მიზანი პარლამენტის როლის გაძლიერება და ერთმმართველობის შესუსტებაა. მეორე მხრივ, ეს დასავლეთის მოთხოვნაა, რადგან ცვლილებებამდე დასავლეთმა მთავრობა რამდენჯერმე ამხილა სიჩქარესა და ცენტრალიზებულ გადაწყვეტილებებში.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, 2005 წლის შემდეგ, რიგით მეხუთე თავდასხმას გადაურჩა. ანქვაბის ცნობით, გამთენიისას მის საძინებელ ოთახს ჭურვი ესროლეს. თავდასხმას აფხაზეთის უშიშროების სამსახური იძიებს.
როცა, ერთი ვარაუდით, 2030 წლისთვის ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის საფარველი მთლიანად დადნება, ენერგომატარებლებს დახარბებული მსოფლიო დაიწყებს იქ არსებული მარაგის თავისუფლად მოპოვებას. არქტიკის მიმართ პრეტენზიის მქონე ქვეყნები უკვე ცდილობენ გაინაწილონ იქაური სიმდიდრე.
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად ეროვნული ფორუმი ხელმოწერებს ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში აგროვებდა. 22 სექტემბრისათვის მათ 170 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.
ჩამოტვირთე მეტი