ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ, ქართული შესწორებებით, პარლამენტმა შესაძლოა პრემიერზე კონტროლი დაკარგოს, რაც ძლიერი პარლამენტის იდეას ასუსტებს. მდგომარეობის გამოსწორებისთვის რეკომენდაცია საკმაოდ კონკრეტულია. კომისია საკუთარ ოფიციალურ მოხსენებას ერთ თვეში გამოაქვეყნებს.
17 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. სექტემბრის დასაწყისში ავღანეთიდან ლეიტენანტ შუკვანის ცხედარი ჩამოასვენეს. რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს გეგმებში ავღანეთში პირველი სამხედრო მსხვერპლის შემდეგ?
რუსეთი აჰმედ ზაკაევის პოლონეთიდან ექსტრადიციისთვის დოკუმენტებს ამზადებს. თავის მხრივ, ვარშავა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სამართლიანობის და არა ვინმეს მოლოდინის შესაბამისად.
„მე აქ სავსებით ლეგალურად ვიმყოფები, არ ვაპირებ დამალვას ქვეყანაში, სადაც ლეგალურად ჩამოვედი ვიზის მიღების შემდეგ“, - განაცხადა ზაკაევმა, რომელიც პოლონეთში ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესზე დასასწრებად ჩავიდა.
ვენეციის კომისიის ოთხი წევრი - მათ შორის, კომისიის ხელმძღვანელი - თბილისს სტუმრობს. ისინი ხვდებიან როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას, საკონსტიტუციო კომისიას, პარლამენტარებს, კონკრეტულ მინისტრებს. ვიზიტის მიზანი ინფორმაციის მოგროვებაა.
თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. საქართველოში ამ სხდომის ჩატარება იმითაც არის განპირობებული, რომ წელს სრულდება ევროსაბჭოს წევრად საქართველოს გახდომიდან 10 წელი.
აფხაზეთიდან დაბრუნებულმა კელინმა 16 სექტემბერს თბილისში საზოგადოებას წარუდგინა კონცეფცია, სახელწოდებით ”გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ჩარჩო”, და დონორ ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
16 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. მან ისაუბრა სისხლის სამართლის ახალ კოდექსში არსებულ ხარვეზებზე, რაც პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა უთანასწორო პოზიციებს განაპირობებს.
14 სექტემბერს სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, რუმინეთისა და საქართველოს - პრეზიდენტებმა ბაქოში ძალიან მცირე ხანი დაყვეს, თუმცა საკმაოდ გრძელვადიანი პროექტის რეალიზებას მისცეს სტარტი.
ჩაის პარტია, უწინარეს ყოვლისა, გადასახადების შემცირებას მოითხოვს და აერთიანებს კონსერვატიული და ლიბერტარიანული შეხედულებების ხალხს, რომელსაც სჯერა, რომ აშშ-ში სახელმწიფო ზედმეტად ბევრ ფუნქციას ასრულებს და ამით ინდივიდების თავისუფლებას ზღუდავს.
საფრანგეთის ზედა პალატამ 14 სექტემბერს თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც კრძალავს საჯარო ადგილებში პირბადის ტარებას. საუბარია ტრადიციულ საბურველზე, რომელსაც მუსლიმანი ქალები ატარებენ. კანონი 2011 წლის შემოდგომიდან ამოქმედდება.
2007 წლის 8 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. როგორ ესმით დემოკრატია საქართველოში, რას ფიქრობენ მოქალაქეები და ისინი, ვისაც სახელმწიფოს დემოკრატიული მშენებლობა აბარია?
ჩამოტვირთე მეტი