5 სექტემბერს ავღანეთში ქართველი ოფიცრის დაღუპვას, როგორც მოსალოდნელიც იყო, მოჰყვა დისკუსია იმაზე, თუ რამდენად კარგად არის მომზადებული მეამბოხეებთან საბრძოლველად მსოფლიოს ყველაზე „ცხელ წერტილში“ მყოფი ქართული ბატალიონი.
საქართველოს მედიის ყურადღება ამ კვირაში მიპყრობილი იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიისაკენ, სადაც ის სიტყვით გამოვიდა. საქართველოში ამ დროს აქტიურად გრძელდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა.
ცხინვალის ხელისუფლებამ ახალგორის რაიონის მოსახლეობას სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტის ასაღებად ერთთვიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობას ახალგორის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს.
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე მოიცავდა რამდენიმე უწყებას როგორც ქვეყნის სეპარატისტული რეგიონების, ასევე კავკასიის ხალხების, რუსეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.
აქამდე აშშ-ის პრეზიდენტი მსუბუქად თუ მიანიშნებდა ხოლმე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მნიშვნელობაზე საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. ახლა აქცენტი გადააქვთ სამოქალაქო საზოგადოებათა მხარდაჭერაზე.
საქართველოს პარლამენტმა 24 სექტემბერს პირველი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. მის მიმართ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა კი მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
საქართველოს პარლამენტმა 123 ხმით 4-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციის ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, ახალი მოდელი დაბალანსებულია.
დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ კოკოითი მინისტრებს, სამსახურების ხელმძღვანელებს და როგით მოხელეებს შეხვდა და ბევრი მათგანი საჯაროდ გააკრიტიკა. კოკოითი აღშფოთებას ვერ მალავდა.
ჩეჩნეთის ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარე აჰმედ ზაკაევი პოლონეთში ხანმოკლე პატიმრობის შემდეგ ლონდონში დაბრუნდა. ზაკაევი პოლონეთში ინგლისიდან ჩავიდა, რათა ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესისთვის მიემართა.
22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღწერა ახალი პოლიტიკა, რომლის თანახმადაც, გამოუყოფს აშშ ამიერიდან დახმარებას განვითარებად ქვეყნებს.
23 სექტემბერს, გამთენიისას, გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს სახლს, რომელშიც ბოლო წლებია, ცხოვრობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი.
საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ოფიციალურად პრეზიდენტის ინიციატივაა და მისი მიზანი პარლამენტის როლის გაძლიერება და ერთმმართველობის შესუსტებაა. მეორე მხრივ, ეს დასავლეთის მოთხოვნაა, რადგან ცვლილებებამდე დასავლეთმა მთავრობა რამდენჯერმე ამხილა სიჩქარესა და ცენტრალიზებულ გადაწყვეტილებებში.
ჩამოტვირთე მეტი