გაბრიელ სალოსის გამზირზე თითქმის ოცსაათიანი სპეცოპერაციის დასრულების შესახებ ცნობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 22 ნოემბრის საღამოს დაადასტურა.
22 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილი საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ცხვიტავა, ჟურნალისტი, სამხედრო მიმომხილველი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 21 ნოემბრის ღამიდან მოყოლებული, მიმდინარეობს კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში.
აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლუგანსკში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის ცენტრი დაიკავეს.
22 ნოემბერს გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალი განაჩენს გამოუტანს ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილ სარდალს, რატკო მლადიჩს. ყოფილ გენერალს წაყენებული აქვს ბოსნია-ჰერცეგოვინის 1992-95 წლების ომის დროს გენოციდის, სამხედრო დანაშაულთა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა ბრალდებები.
20 ნოემბერს რუსთავში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. მილოცვებისა და აპლოდისმენტის ფონზე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს კომისიათა ხელმძღვანელები.
ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში მთელი დღის განმავლობაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. თითქმის ყველა საკითხის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართაა.
საკრებულოს აპარატში საშტატო ნუსხით 12 თანამშრომელი იმუშავებს. ახალციხის მერიას კი 115 თანამშრომელი ეყოლება, ხოლო ხელშეკრულებით 48 თანამშრომელს აიყვანენ.
საქართველოს გაუჩნდა შანსი შეისყიდოს ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც ქვეყანას ჯავშნოსანი სამხედრო ტექნიკის ეფექტიანად მოგერიების საშუალებას მისცემს.
არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებოდ არჩევნებისთვის გახსნილ მედიაცენტრში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შეაფასეს.
ჩამოტვირთე მეტი