ერთობლივი კომუნიკე, რომელსაც 9 მარტს ნიუ-იორკში მოეწერა ხელი, ითვალისწინებს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარებას საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის. ამიერიდან ორი ქვეყანა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად განავითარებს ურთიერთობებს.
კეთრინ ეშტონმა - ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საკითხებში - სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას ევროკავშირის უშუალო სამეზობლოში რეფორმების გატარების საჭიროებაზე ისაუბრა და საქართველო ბლოკთან თანამშრომლობის კარგ მაგალითად მოიყვანა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პალესტინელ ლიდერებს შეხვდა და შეეცადა დაეყოლიებინა ისინი, რომ არაპირდაპირი მოლაპარაკების საშუალებით განახლდეს ახლო აღმოსავლეთში ვითარების მოწესრიგების სამშვიდობო პროცესი. თუმცა მოლაპარაკების პროცესს ართულებს ისრაელის მიერ გამოცხადებული გეგმა.
პროქართული საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოება”- ასე ჰქვია კონსერვატიული პარტიის მიერ მომზადებულ დოკუმენტის პროექტს, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს გამოკვეთს. ამ პრიორიტეტებში უმთავრესია რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა.
სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში ბიძისა და ძმისშვილის – ვაჟა და ბექა თაყაძეების დაკავებიდან 2 კვირა გავიდა. თაყაძეების ნათესავები აცხადებენ, რომ თუ უახლოეს პერიოდში საქართველოს ხელისუფლება მათ დახმარებას ვერ შეძლებს, ისინი ზურაბ ნოღაიდელს მიმართავენ.
კავკასიური ტურნეს ფარგლებში 9 მარტს თბილისს ესტუმრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია. კავკასიური ტურნეს მიზანი რეგიონში არსებული ”გაყინული კონფლიქტების” მშვიდობიანი დარეგულირებაა - მშვიდობა კი უნდა ეფუძნებოდეს თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს.
თვითმხილველთა გადმოცემით, 1956 წლის ტრაგედიას წინ, აქციის მსვლელობისას, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნამაც გაიჟღერა. ოფიციალური მონაცემებით, 9 მარტს 27 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, დახოცილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.
ერთწლიანი მუშაობის შემდეგ საკონსტიტუციო კომისიაში დასრულებულია მუშაობა მხოლოდ ორ საკითხზე - პირველი: კონსტიტუციას უნდა დაემატოს თავი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და, მეორე, მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესება მოხდება არა 10 წლით, არამედ საპენსიო ასაკამდე.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან დელიმიტაციის პროცესში პრობლემები არ არის. ქართული მხარე კი საზღვრის დადგენის პროცესში არ ერთვება.
საქართველოში იმყოფება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომელსაც ასამბლეის თავმჯდომარე ჟოაო სოარეში ხელმძღვანელობს. დღეს დელეგაციის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს და ვიცე-პრემიერ-გიორგი ბარამიძეს შეხვდნენ.
9 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სერგი კაპანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი. მან ისაუბრა ეუთოს დღევანდელ საქმიანობაზე საქართველოსთან მიმართებით.
ჩეჩნეთის ლიდერის და წინააღმდეგობის მოძრაობის წინამძღოლის, ასლან მასხადოვის, მკვლელობა, რომელიც 5 წლის წინ მოხდა, რუსეთის მხარემ ჩრდილოეთ კავკასიაზე კონტროლის გამყარების პროცესში უმნიშვნელოვანეს ეტაპად მიიჩნია, თუმცა, მას შემდეგ ვითარება რეგიონში კიდევ უფრო გართულდა.
ჩამოტვირთე მეტი