ფოთის პორტის განვითარების ფონზე, ჯერ ისევ ბუნდოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ბედი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ანგარიში ანაკლიის ჩაძირვაში ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირთა ინტერესებს მიანიშნებს.
სოციალურ მედიაში მოსამართლეების ნაწილის მიერ ადგილი აქვს დისკრიმინაციული და ჰომოფობიური პოსტების განთავსებას, სოციალურ ქსელში იკვეთება ერთეული მოსამართლეების უხამსი ან არაეთიკური აქტივობა - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლებები საქართველოსთვის” მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“ მოსამართლეთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების შესწავლის და მათი კანონთან შესაბამისობის კვლევისას, აღმოაჩინა 11 მოსამართლე, რომელთა დიპლომები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რაც მოსამართლის განათლების და კვალიფიკაციის მიმართ არსებობს.
სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში, მერი კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ წლიდან წლამდე რთულდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის გადაადგილება, თუმცა, ამასთან ის აღწერს გარკვეულ განსხვავებებსაც დე ფაქტო ხელისუფლებების მიდგომებში.
ბრიუსელში მყოფმა „ლელოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველომ შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა მოიპოვოს და ევროკავშირის წევრის ერთგვარი შუალედური სტატუსიც მიიღოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 9 მოსამართლის შემადგენლობით დღეს შეიკრიბა 3 დეპუტატის სარჩელების განსახილველად, რომლებიც სასამართლოს თხოვენ დაადგინოს, რამდენად კონსტიტუციური იყო საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მათ უარი ეთქვათ სადეპუტატო მანდატების გაუქმებაზე.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს: "ამ არასახარბიელო შედეგის შემდეგ, სწრაფად უნდა გადავერთოთ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე" და აზუსტებს - "ჩვენ უნდა ვიყოთ მზად როგორც საპროტესტო აქციებისთვის, ისე ყველა იმ არჩევნებისთვის, რის მოპოვებასაც შევძლებთ".
“ჯორჯ ფლოიდი ჩემსავით რომ გამოიყურებოდეს, დღეს ცოცხალი იქნებოდა. ეს უნდა შეიცვალოს”, - წერს ტვიტერში კალიფორნიის თეთრკანიანი გუბერნატორი გევინ ნიუსომი.
ჩამოტვირთე მეტი