სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელიც ისტორიული ბათუმის ძველი უბნების შენარჩუნებისთვის იბრძვის, მოითხოვს თვითმმართველობამ მიიღოს სპეციალური წესები არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად, არამედ იმ ისტორიული შენობების შესანარჩუნებლადაც, რომლებიც XIX-XX საუკუნეებისდროინდელი ქალაქის განაშენიანების ნაწილია და, მთლიანობაში, ბათუმის ისტორიულ ურბანულ ქსოვილს ქმნის.
24 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.
რუსეთის კულტურის სამინისტრომ გააუქმა ბრიტანულ კომედია „სტალინის სიკვდილის“ ჩვენებაზე გაცემული ლიცენზია. როგორც ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იუწყება, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 23 იანვარს, რუსეთის კინოებში დაგეგმილ პრემიერამდე ორი დღით ადრე.
ევროკავშირის სტრუქტურებში განიხილავენ სავიზო ლიბერალიზაციის ჭრილში მომზადებულ პირველ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიამ 20 დეკემბერს გამოაქვეყნა. ეს არის პირველი ანგარიში, რომელიც სავიზო ლიბერალიზაციის ამოცანების შესრულების ჭრილში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ მომზადდა.
23 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვალერი ჩეჩელაშვილი, ელჩი, "რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის ქუჩების განათებისა და შუქნიშნების მოვლა-პატრონობისთვის ახალი ააიპ ორგანიზაცია „ქუთგანათება“ შეიქმნა, რასაც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები არამიზნობრივს უწოდებენ.
აზერბაიჯანში წელიწად-ნახევრის განმავლობაში იხდიდა საპატიმრო სასჯელს გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც 2016 წლის მაისში გაათავისუფლეს, თუმცა აკრძალული აქვს აზერბაიჯანის დატოვება.
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 54 მილიონი ლარით განისაზღვრა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა არც „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო.
20 იანვარს შესრულდა ერთი წელი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან.
ბორჯომის საკრებულო მერიის წინააღმდეგ გამოდის. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერიას საშტატო ნუსხა და გაზრდილი ხელფასები არ დაუმტკიცეს.
ჩამოტვირთე მეტი