9 აპრილს არასაპარლამენტო ოპოზიციის რიგებში რამდენიმე სიახლე გამოვლინდა, თუმცა ორ სხვადასხვა პოლიტიკურ გზაზე. გარდა იმისა, რომ გაერთიანებაში „ალიანსი საქართველოსთვის“ კიდევ ერთი პარტია გაწევრიანდა, სალომე ზურაბიშვილის პარტიის სახით, ასევე 9 აპრილს გამოცხადდა ”ეროვნული საბჭოს” ერთიანი კანდიდატი.
თბილისში იმყოფებოდა ბრიტანელი მკვლევარი პიტერ დანკენი, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ, ახალ წიგნს წერს. მასში ასახული იქნება ცვლილებები, რომელიც რუსულმა პოლიტიკამ ელცინის მმართველობიდან პუტინის პრეზიდენტობამდე და შემდეგ, თავად პუტინის მმართველობისას განიცადა.
ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებით, რომელიც ”ეროვნულმა საბჭომ” დღევანდელ ყრილობაზე გამოაცხადა, ძიძიგურს მხარი გამოკითხულთა 51,9%-მა დაუჭირა. რაც შეეხება ხალხის პარტიის ლიდერს კობა დავითაშვილს, ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.
ყირგიზეთში მასობრივი არეულობების შედეგად, ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, 76 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის გამო, დროებითმა მთავრობამ პირადი პასუხისმგებლობა დააკისრა პრეზიდენტ ბაკიევის ძმას, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობს და ის ძებნილად გამოაცხადა.
ცხინვალის რეაბილიტაციაში ჩართული ზოგიერთი კომპანიის მუშებს ოთხი თვეა ხელფასი არ მიუღიათ, ამიტომ სამშენებლო ობიექტებზე აღარ გადიან. სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის მთელ ცხინვალში შეჩერებულია. აღშფოთებული კოკოითი მშენებლობაზე თვითონ გავიდა და გაფიცულების პრეტენზიები მოისმინა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ადგილობრივი არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ტექნიკური ხელშეწყობით შემუშავდა
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი თამარ ჩხეიძე, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და იმ მოვლენებზე ილაპარაკა, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე მიტინგის დარბევას უძღოდა წინ.
ერთი დღის წინ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა ჯერ კიდე ციხეში იმყოფებოდა, დღეს კი ისინი ამბობენ, რომ ქვეყანას მართავენ - მათ, ორდღიანი არეულობისა და შეტაკებების შემდეგ, შეცვალეს პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მთავრობა.
პრაღაში ხელმოწერილი განიარაღების განახლებული ხელშეკრულების თანახმად, შეერთებული შტატები და რუსეთი შვიდი წლის განმავლობაში 1.550 ერთეულამდე შეამცირებენ თავიანთ ხელთ არსებული შეტევითი ბირთვული ქობინების მარაგს, მაშინ როცა დღეისათვის არსებული ლიმიტი 2200 ერთეულს შეადგენს.
2007-2010 წლისგან განსხვავებით, მომდევნო სამწლიანი პროგრამის დაფინანსება თითქმის 60 მილიონი ევროთი გაიზარდა. 50 გვერდიან პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი, თუ რას მოხმარდება აღნიშნული ფინანსური დახმარება.
საპატრულო პოლიცია და ”ეროვნული საბჭოს” აქტივისტები ერთმანეთს ბელიაშვილის ქუჩაზე, სტამბა „თბილისელებთან“, დაუპირისპირდნენ. ზურაბ ნოღაიდელი, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი, მათი მტკიცებით, სტამბაში საკუთარი სააგიტაციო მასალის წასაღებად მივიდნენ.
ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგიის გარდა, საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კანონიც მოქმედებს, რომელიც ძირითად საკითხებში სტრატეგიასთან შეუსაბამოა.
ჩამოტვირთე მეტი