საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ განაგრძობს ეგრეთწოდებული პოლიტიკური პატიმრებისა და იმ ადამიანების მონაცემთა გამოქვეყნებას, რომლებიც თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ.
”ალიანსის საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი აღარ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას. ამასთან, სუბარმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ბრძოლის წინა ხაზზე აქტიურ პოზიციებზე რჩება.
არაინფორმირებულობა და განცდა იმისა, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება, მოსახლეობაში ნიჰილიზმს ამკვიდრებს. პოლიტიკურმა ლიდერებმა აქცენტი თბილისზე აიღეს, რეგიონებში მაცხოვრებლებმა კი დღემდე ვერ გაიგეს - რას და ვის ირჩევენ.
„აბსოლუტური ღიაობა“ - ასე აფასებს რუსეთის სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელი დღეს გადადგმულ ნაბიჯს, 1940 წლის კატინის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული დოკუმენტების ინტერნეტში გამოქვეყნებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მასალებს გრიფი „საიდუმლო“ უკვე დიდი ხანია მოხსნილი აქვს
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი საფრანგეთისგან შეძენილი პირველივე ”მისტრალის” განთავსებას, სავარაუდოდ, სევასტოპოლში აპირებს, რუსეთის მედიამ ჯერ კიდევ მანამდე გაავრცელა, ვიდრე კიევი და მოსკოვი ბევრისთვის სადავო ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდნენ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ორსაათიანი დებატების შემდეგ, საქართველო-რუსეთის ომის შედეგების განხილვა და ახალი რეზოლუციის შემუშავება საშემოდგომო სესიისათვის გადაიდო. მანამდე კი ასამბლეაზე გამოვიდა ჰაიდი ტალიავინი.
გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლის პედაგოგმა რადიო თავისუფლებას შეატყობინა, რომ ხელფასი, რომელსაც მათ საქართველოს განათლების სამინისტრო კვარტალში ერთხელ უხდის, ხუთი თვეა არ მიუღიათ.
ევროპაში ენერგეტიკული პროექტებისა და ”მისტრალის” ისტორიის ფონზე რუსეთის მიმართ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შეცვლის ტალღა გაგრძელდა უკრაინაში და, როგორც ბევრი ვარაუდობს, რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შერბილებისკენ მიდის პოლონეთი. რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა საქართველოზე, მის ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ზოგადად, მომავალზე?
გადაუღებელი წვიმების შედეგად, კახეთში ღვარცოფული მდინარეების წყლის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწია, ზოგიერთ რაიონში კი ადიდებულმა წყალმა დამცავი ჯებირები უკვე გაარღვია და მიმდებარე ტერიტორიებს ტბორავს. ყველაზე მეტად ყვარლის რაიონის სოფელი გავაზი დაზარალდა.
მდივნების უმრავლესობა ქრისტიან-დემოკრატებიდან და პაატა დავითაიას მოძრაობიდან ”ჩვენ თვითონ” აირჩიეს. არჩევნებამდე ამ მოძრაობას გორში ოფისი არ ჰქონია. გორში არც ის იციან, ვინ არიან ამ მოძრაობის წევრები.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლს ამერიკული ორგანიზაცია ”Edison Research”-ი ჩაატარებს. ეგზიტპოლის დამკვეთები არიან მედია ჰოლდინგი ”იმედი” და სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი-2”. ”ედისონ რისერჩის” წარმომადგენლებმა 30 მაისის არჩევნების ეგზიტპოლის მეთოდოლოგიის პრეზენტაცია მოაწყვეს.
გლობალურ სამოქმედო გეგმას, რომლის პრეზენტაციაც 28 აპრილს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო, ასეთი სათაური აქვს: ”გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად” და მიზნად ისახავს არჩევნებში ქალთა ჩართულობის გაზრდას.
ჩამოტვირთე მეტი