რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგებზე ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საქართველოში ხუთდღიანი ვიზიტით ევროპელი მონიტორები იმყოფებიან.
თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს რიგითმა მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიაგეს პატივი. ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ ლეხ კაჩინსკის სახით საქართველომ უდიდესი მეგობარი დაკარგა.
პარტიების მიერ საარჩევნო სიების მონიტორინგი დასრულდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების შემოწმებისას 80 000-მდე დარღვევა აღმოაჩინა და განაცხადა, რომ მცირდება ვიდეოთვალების რაოდენობა საარჩევნო უბნებზე.
2007 წლის გაზაფხულზე პოლონეთის პირველმა ლედიმ, მარია კაჩინსკამ რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. მათ შორის იყო ჩვენი რადიოს კორესპონდენტი.
ყირგიზეთში მომხდართან ”მესამე ძალა” არაფერ შუაშია - განაცხადა ყირგიზეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენელმა და ამით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებას.
საქართველოსთვის ამ კვირას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ადგილობრივი. თუმცა საერთაშორისო ამბებიდან ყველაზე მეტად საქართველომ ავიაკატასტროფაში პოლონეთის დელეგაციის დაღუპვა განიცადა.
12 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ალექსანდრე რუსეცკი, სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი. მან ისაუბრა 10 აპრილის ტრაგედიის შემდეგ პოლონეთში არსებულ ვითარებაზე.
გასული კვირის ხუთშაბათს ირაკლი ალასანიამ გამოაცხადა, რომ პარტიებს შორის მორიგმა კონსულტაციებმა შედეგი ვერ გამოიღო და „ალიანსი საქართველოსთვის“ „საქართველოს გზასთან“ ერთად აგრძელებს ბრძოლას თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოსაგებად.
ბევრი პოლონელის თვალში პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი - რომელიც 10 აპრილს, 60 წლის ასაკში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა - პრინციპულობის განსახიერებას წარმოადგენდა. ის კათოლიციზმის გულმხურვალე მიმდევარი იყო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მორალური სიცხადის დაცვის მოწოდებით გამოდიოდა.
სისხლიანი შეტაკებების შემდეგ ყირგიზეთში თვითგამოცხადებული დროებითი მთავრობა როცა მოვიდა, პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს ახალი მთავრობა აღიარა, რუსეთი იყო.
რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. მისი თვითმფრინავი იმ ადგილის მახლობლად ჩამოვარდა, სადაც საბჭოთა უშიშროების სამსახურებმა ათასობით პოლონელი დახოცეს. ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთაგან ლეხ კაჩინსკი საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი იყო.
ჩამოტვირთე მეტი